მისია, ხედვა, ღირებულებები
მისია
შპს.ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი საერთაშორისო პროგრამების განხორციელებით, უცხოური ენების გაძლიერებული სწავლებით, STEM მიმართულების, სკოლამდელი და არაფორმალური, სამეწარმეო და პროფესიული განათლების საფუძველზე, უზრუნველყოფს დემოკრატიული ფასეულობების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, რომელიც მზად იქნება, უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს დასავლური ღირებულებები.
შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამების განხორციელებით სკოლა ხელს უწყობს უწყვეტ პროფესიულ განათლებას, რითაც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში.
სკოლამდელი განათლების ფარგლებში სკოლა უზრუნველყოფს მეგობრულ და მზრუნველ გარემოს, სადაც ხელს შევუწყობთ თითოეული ბავშვის ნიჭის და უნარის გამოვლენას, მის რეალიზაციას და სასკოლო მზაობას.
ხედვა
შპს.ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი 2030 წლისთვის იქნება რეგიონში გამორჩეული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ როგორც ზოგადი, ასევე, სკოლამდელი და პროფესიული განათლების მიღება.
ჩვენი კურსდამთავრებულები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალმოთხოვნადი კადრები იქნებიან ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
ქართულ- ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ღირებულებებია:
- პროგრესულობა;
- თანასწორობა;
- სამართლიანობა;
- ზრუნვა;
- გამჭვირვალობა;
- გუნდურობა.
პროგრესულობა - საგანმანათლებლო თემის ყველა მონაწილის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა ინიციატივების წახალისებითა და მხარდაჭერით როგორც საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე სამყაროს მოთხოვნების გათვალისწინებით.
თანასწორობა: სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით.
სამართლიანობა: სკოლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება, ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას.
ზრუნვა: სკოლა ქმნის მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან.
გამჭვირვალობა: სკოლის საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ხედვები და ღირებულებები, მარეგულირებელი დოკუმენტები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
გუნდურობა: სკოლაში გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, მათი კომპეტენციის ფარგლებში.