ლიდერობის სკოლა სტოკჰოლმში 2026
გადადგით პირველი ნაბიჯი ლიდერობისკენ სტოკჰოლმში: განივითარეთ უნარები, დამოუკიდებლად ისწავლეთ აზროვნება და მიიღეთ საერთაშორისო გამოცდილება.
ეს არ არის თეორიული კურსი - ეს არის გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლა.
თარიღი: 18–24 ივნისი
ასაკი: 13–21 წელი
პროგრამის აღწერა
მონაწილეები იმუშავებენ მსოფლიოში აღიარებული მოდელით The 7 Habits of Highly Effective Teens, რომელიც ლიდერობის საფუძველს ქმნის. პროგრამის ფარგლებში განიხილება შვიდი ძირითადი კომპონენტი:
- • პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე
- • მიზნების სწორად დასახვა და ხედვის შექმნა
- • დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა
- • თანამშრომლობა კონკურენციის ნაცვლად
- • ემპათიური კომუნიკაცია და აქტიური მოსმენა
- • გუნდური მუშაობის ძალა საერთო შედეგისთვის
- • ბალანსი გონებასა და სხეულს შორის
შვედურ კულტურასთან ინტეგრაცია
პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან შვედური ცხოვრების ფილოსოფიას:
- • Fika - გულწრფელი დიალოგისა და კომუნიკაციის კულტურა
- • Lagom - ზომიერება და ბალანსი
- • Lucia - სინათლისა და ტრადიციების მნიშვნელობა
სტოკჰოლმი - ქალაქის აღმოჩენა
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ ქალაქის გამორჩეულ ადგილებს — ძველი ქალაქიდან თანამედროვე მუზეუმებამდე, ვიკინგების ისტორიიდან ნობელის მემკვიდრეობამდე, არქიპელაგის კუნძულებიდან ინოვაციების სამყარომდე.
პროგრამის ღირებულებაში შედის
- • სასტუმროში განთავსება კომფორტულ გარემოში
- • სამჯერადი კვება პროგრამის განმავლობაში
- • ტრანსფერი აეროპორტიდან და უკან
- • გადაადგილება ქალაქში
- • ვორქშოფები და ტრენინგები შვედი და ბრიტანელი პროფესიონალი ინსტრუქტორებისგან
- • ონლაინ მოსამზადებელი ვორქშოფები საქართველოში
- • ხელმძღვანელების მუდმივი თანხლება
- • ექსკურსიები ქალაქსა და კუნძულებზე
- • ოფიციალური სერტიფიკატი
პროგრამის ფინალი
პროგრამის დასასრულს გაიმართება სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება. ეს არის გამოცდილება, რომელიც შთაგაგონებთ და გაგიფართოებთ ხედვას.
ღირებულება და რეგისტრაცია
პროგრამის ღირებულება: 1560 ევრო (ავიაბილეთის გარეშე)
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 მარტი
