ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები
დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა (I-VI კლასები)
დაწყებითი საფეხურის მისია
- სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა;
- საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
- წაკითხულის გააზრებისა და მათემატიკაში ფიქრისა და აზროვნების უნარების განვითარების ხელშეწყობა;
- დამოუკიდებლობის, თვითშეფასებისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სასწავლო პროცესის აღწერა
სადამრიგებლო საათი-კვირაში ერთჯერ
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა, სკოლაში არის დამატებითი ფაკულტატური მომსახურეობის ფართო არჩევანი:
- მათემატიკა ინგლისურ ენაზე- III-VI
- კემბრიჯის კურსი- V-VI
- ბუნებისმეტყველება ინგლისურ ენაზე- III-VI
- დრამა და მხატვრული კითხვა- I-VI
- ფინანსური წიგნიერება-ბიზნეს უნარები- I-VI
კლუბები და წრეები:
- STEM-აკადემია
- მუსიკალური გუნდი
- ცეკვის წრე
- ჭადრაკის წრე
- უცხოური ენების კლუბი
საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა (VI I- I X კლასები)
საბაზო საფეხურის მისია
- საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება;
- მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლეებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის (სწავლის სწავლა) უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა;
- აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა სწავლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისათვის.
სასწავლო პროცესის აღწერა
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა, სკოლაში არის დამატებითი ფაკულტატური მომსახურეობის ფართო არჩევანი.
- მათემატიკა ინგლისურ ენაზე- VII-IX
- ეკონომიკა- IX
- კემბრიჯის კურსი- VII-IX
- ინგლისური ენის ხელოვნება (ELA)- IX
- ბიზნეს უნარები- VII
- საზღვარგარეთის ლიტერატურა (VII- IX)
კლუბები და წრეები:
- STEM-აკადემია
- ინტელექტუალური კლუბი “რა? სად? როდის?”-ს
- ლიტერატურისა და ფილოსოფიის კლუბი
- ჯეოკლუბი
- სამოქალაქო კლუბი
- კალათბურთის წრე
- უცხოური ენების კლუბი
სადამრიგებლო საათი-კვირაში ერთჯერ
საბაზო საფეხურის დაძლევის შემდეგ მოსწავლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - საბაზო განათლების ატესტატს.
საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა (X- X I I კლასები)
საშუალო საფეხურის მისია
- საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
- მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნებისა, სკოლაში არის დამატებითი ფაკულტატური მომსახურეობის ფართო არჩევანი.
- მეწარმეობის საფუძვლები- X
- ინგლისური ენის ხელოვნება (ELA)- X-XII
- TOEFEL- X-XII
- საზღვარგარეთის ლიტერატურა- X
კლუბები და წრეები:
- STEM-აკადემია
- ინტელექტუალური კლუბი “რა? სად? როდის?”-ს
- ლიტერატურისა და ფილოსოფიის კლუბი
- ჯეოკლუბი
- სამოქალაქო კლუბი
- კალათბურთის წრე
- უცხოური ენების კლუბი
სადამრიგებლო საათი-კვირაში ერთჯერ. სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში განიხილება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშემწყობი თემატიკა
საშუალო საფეხურის დაძლევის შემდეგ მოსწავლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - სრული ზოგადი განათლების ატესტატს.