2024-06-05
პროგრესის საერთაშორისო სკოლების ამერიკული სასწავლო პროგრამა
აღნიშნული საუკეთესო არჩევანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებიც უმაღლესი განათლების საფეხურზე აგრძელებენ სწავლას და წარმატებულ საერთაშორისო კარიერას გეგმავენ. პროგრამის ფარგლებში გაცემული საშუალო განათლების დიპლომი აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული განათლების დონეზე.
რას გვაძლევს პროგრესის ამერიკული სასწავლო პროგრამა?
- ღებულობ საერთაშორისო დიპლომს, რომელიც აღიარებულია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
- სწავლობ წინა საუნივერსიტეტო საგნებს, რომლის კრედიტებიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
- გყავს პერსონალური საუნივერსიტეტო მრჩეველი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალურ მხარდაჭერას სწავლის მიმართულებისა და უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში.
- სწავლობ AP (Advanced Placement) კურსებს, საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო პროგრამას, რომელსაც უცხოელი და ადგილობრივი კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან.
- ექსკლუზიური წვდომა გაქვს სააპლიკაციო პლატფორმებზე Common App, Maialearning, UCAS.
- პროგრესი Coursera-ს პირველი პარტნიორი სკოლაა რეგიონში. ჩვენი მოსწავლეები სწავლას აგრძელებენ პრინსტონში, ჰარვარდში, MIT-ში, იელში და 1000-ზე მეტ სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტში.