აკადემიური მენეჯმენტი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - ქუთაისის ფილიალის სასწავლო კოორდინატორიპროგრესში საგაკვეთილო პროცესების ეფექტურ მართვას შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ მენეჯმენტის სპეციფიკურ სტრატეგიებსა და მიდგომებს, რათა პროგრესის მასწავლებლები იყვნენ გამორჩეულები ცოდნის, დამოკიდებულების, კვალიფიკაციის თვალსაზრისით. ჩვენ მუდმივად უზრუნველვყოფთ მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას ყოველწლიური ტრენინგების, სემინარების მეშვეობით, უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და სწავლების მეთოდების დანერგვით.
2021-2022 სასწავლო წელს „360 გრადუსიანი შეფასების სისტემის“ მოდელი დაინერგა. შეფასების მოდელის გამორჩეულობას განაპირობებს ის, რომ პროცესში მთლიანად სასკოლო საზოგადოებაა ჩართული. მათ ეძლევათ საშუალება, თავად შეაფასონ არამხოლოდ სწავლის მეთოდოლოგიები თუ სასწავლო სტანდარტი, არამედ მასწავლებელთა და მოსწავლეთა კომუნიკაციის ფორმები და სხვა. ამავდროულად შეფასების სისტემა არის სრულად ანონიმური, რაც ობიექტური შედეგების ერთ-ერთი მთავარი გარანტორია.
2022 წლიდან წარმატებით ხორციელდება პროგრამა “გახდი პროგრესის მასწავლებელი”. პროგრამის მონაწილე საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგს აქვს შანსი გახდეს ჩვენი გუნდის წევრი. მენტორობის პროგრამა დამწყებ მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოცდილი პედაგოგების ჩართულობითა და ხელმძღვანელობით მიიღონ მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკა.
უმნიშვნელოვანესია ჩვენი მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა ინკლუზიური გარემოს შექმნასა და განათლების საქმეში. ამ გუნდის შემადგენლობაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტია, რომლებიც აფასებენ მოსწავლეებს, მათ კოგნიტურ, აკადემიურ, სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს.
საქართველოს სამივე ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) ერთიანი სტანდარტითა და ხარისხით მოსწავლეების წარმატების ისტორიებს ქმნის გუნდი, რომელიც მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული!
პროგრესის აკადემიური პერსონალი გამოირჩევა საქმისადმი ერთგულებით, თავდადებით, ენთუზიაზმით, შრომისმოყვარეობითა და გუნდურობით.