ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამა
ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს „College Board“-ის მიერ მინიჭებული ავტორიზაციით პროგრესს უფლება აქვს ადმინისტრირება გაუწიოს შემდეგ პროგრამებს:
AP;
PSAT;
SAT;
SAT subjects;
ACT;
GR.
ჩამოთვლილი პროგრამების ავტორიზაცია პროგრესელებს საშუალებას აძლევს მოემზადონ ამერიკული წინასაუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და სკოლაშივე ჩააბარონ ის გამოცდები, რომელთაც მსოფლიოს უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ.
ამერიკული “AdvancED“ აკრედიტაცია
პროგრესის ამერიკულ სკოლებს აქვთ AdvancED ამერიკული აკრედიტაცია - რატიფიცირებული AdvancED Global Comission-ს მიერ. ეს ნიშნავს რომ სკოლას ოფიციალური უფლემოსილება აქვს ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!
ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელთაც საერთაშორისო უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ!
Advanced Placement (AP) – წარმოადგენს უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ ერთ–ერთ პროგრამას. სტუდენტები ირჩევენ რამდენიმე საგანს და სწავლობენ გაძლიერებულად. საგნების ჩამონათვალში შეიძლება იყოს უცხო ენა, ზოგადი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხელოვნება, ინფორმატიკა, მათემატიკა, სოციოლოგია. AP კურსები მორგებულია საუნივერსიტეტო სირთულის დონეს, შესაბამისად, მოსწავლეები ადრეული ასაკიდან უკვე მუშაობენ უნიკალურ, რთულ, მაგრამ ამავდროულად მაღალი ხარისხის მასალებთან. Advanced Placement–ის გამოცდები ტარდება ტესტირების ფორმით და ფასდება ხუთბალიანი სისტემით, 5 - უმაღლესი ქულაა, ხოლო 1 - ყველაზე დაბალი. გამოცდების შედეგები ეგზავნება შესაბამის უნივერსიტეტს აბიტურიენტის სხვა დოკუმენტთან ერთად. სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ჩააბარონ AP-ის გამოცდები X, XI და XII კლასებში.